დანაშაულის ეფექტური კონტროლის ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია, ევროპაში 10-ე ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს.
მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ დანაშაულის ეფექტური კონტროლის ინდექსს აქვეყნებს, რაც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება, რომელიც მსოფლიოს 142 ქვეყანაში კანონის უზენაესობის მაჩვენებლების შეფასებას ეძღვნება. დანაშაულის ეფექტური კონტროლის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 92% დაიმსახურა; მსოფლიოს საუკეთეო ოცეულში მოხვდა და ირლანდიასთან და რუმინეთთან ერთად თანაბარი შეფასებით ევროპაში 10-ე ადგილზე გავიდა.
ინდექსის მიხედვით, საქართველო დანაშაულის ეფექტური კონტროლით უსწრებს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 ქვეყანას და დიდი შვიდეულის 6 სახელმწიფოს : ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიას, ავსტრალიას, ბელგიას, შვედეთს, ავსტრიას, პოლონეთს, ესტონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, სლოვაკეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, მალტას, ალბანეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ა.შ.
საქართველო პირველ ადგილზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის და ყველა მეზობელს ქვეყანას უსწრებს.
https://prosperitydata360.worldbank.org/en/indicator/WJP+ROL+5+1