„ფორმულას“ ჟურნალისტი ლუკა ტყებუჩავა: აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან

„ფორმულას“ ჟურნალისტი ლუკა ტყებუჩავა: აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ლუკა ტყებუჩავამ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან ინტერვიუს დროს  განაცხადა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.

მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ   ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას განმარტა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესახებ გაკეთებული განცხადება,  კითხვით მიმართა ჟურნალისტებს -  აფხაზი და ოსი ხალხი მათთვის დები და ძმები  არიან თუ  მტრები, რაზეც „ფორმულას“ ერთ-ერთმა  ჟურნალისტმა,  განაცხადა, რომ მისთვის აფხაზები და ოსები მტრები არიან. აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძემ პასუხის დაზუსტების მიზნით ჟურნალისტს რამდენჯერმე გაუმეორა შეკითხვა, რაზეც ლუკა ტყებუჩავასგან ყველა ჯერზე იგივე პასუხი მიიღო.

„აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან“, - განაცხადა ლუკა ტყებუჩავამ.

თომა ფორმულას ჟურნალისტიც ამბობს ხანდახან სიმართლეს, მტრები არიან აბა ვინ არიან?! მაგათ რომ საქართველოს შემადგენლობაში უნდოდეთ შემოსვლა მარტივად მოახერხებდნენ ხმის ხმამაღლა გაგონებას, ჩვენთვის და მსოფლიოს გასაგონად. დანებეთ ამ სიყალბეს თავი.
2 თვის უკან
ლაზი ყველა დაპირისპირებულის მტრად მონათვლა არ შეიძლება. თან ვიძახოთ ქვეყნის გამთლიანება გვინდაო და თან იქ მცხოვრებ ხალხს მტრები ვეძახოთ, ეს საკუთარ ფეხებში გასროლას ნიშნავს. მაშინ რას გვთავაზობთ, 08.08.08 გავიმეოროთ? ის ხალხი იქედან გავაქროთ (საინტერესოა როგორ) და ასე დავიბრუნოთ ტერიტორია? არ ხდება ბატონებო ასე, მსოფლიოს ისტორიაში უფრო პრობლემური შერიგებები მომხდარა. გერმანიამ ნახევარი მსოფლიო ააოხრა, მაგრამ ახლა მათ მტრებს ეძახის ვიმე? თუ გერმანელები გაქრნენ ამ ქვეყნიდან. მარტო იმდენი ოსურ-ქართული ოჯახებია, მათ რა ვუთხრათ, ვინ ხართ თქო. აღარ ვლაპარაკობ აფხაზებზე, მათი ნახევარზე მეტი სისხლით ქართველია, რაც მათაც ძალიან კარგად იციან, მაგრამ გარემოებათა გამო იქცევიან ისე, როგორც იქცევიან, რაც შეიძლება ბევრ მათგანს შეიძლება შინაგანად გულს უღრღნიდეს კიდეც.
შიდა კონფლიქტია ეს, რომელიც ძირითადად გარედან არის ინსპირირებული და ამის გამო სამუდამო მტრად გადაკიდება სწორეგ სხვის წისქვილზე დაასხამს წყალს. არ არის იოლი, მაგრამ გამოსავალი მაინც მშვიდობით უნდა მოიძებნოს.
2 თვის უკან
trampi ეერიჰაააა.....
მე აქ მოტრიალე ხალხი მგონია რომ ცოტა სხვანაირად აზროვნებენ მეთქი და აბა რას ამბობთ?/
კი .....აფხაზები ჯერ კიდევ ადრეული კომუნისტების დროიდან, ოსები კიდევ 90 იანი წლებიდან იღრინებიან, მაგრამ ეგ ხო ორივე რუსებისაგანააა ჩაწყობილი?
მაგათ ვინ ეკითხებათ ბალი ათიშაური ღირს თუ მანეთიო??
ეგ ყველაფერი თავიდანვე რუსის ჩადებული ბომბია საქართველორო რო ხელში გამოჭერილი ყოლოდა ყოველთვის
აბა გაიქეცით აფხაზების და ოსების გარეშე სადმე? ვერა ხოო??
როგორც ნაცები ამერიკელებისგან იმართებიან, ისე ეგენი კიდევ რუსებისაგან
რასაც უნდათ და როგორც უნდათ რუსები მაგათ ჩვენს წინააღმდეგ ისე ათამაშებენ ყოველთვის
ხეს რომ უძახო გახმი გახმიო-- გახმება!!1 მით უმეტეს წლების მანძილზე......
აი ესე იქცნენ ეგენი ჩვენ მტრებად
და რაც დრო გავა უფრო ძაან დაიწყებენ ღრინვას, იმიტომ რომ საერთო თაობა წავა, ახალგაზრდები კიდევ ქვევრებივით---- არიან რასაც ჩასძახენენ იმას ამოიძახენ
2 თვის უკან
trampi ბოლო სამი სიტყვა არეულია
2 თვის უკან