მამუკა მდინარაძე: როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ - გულწრფელად მეცოდებიან

მამუკა მდინარაძე: როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ - გულწრფელად მეცოდებიან

როგორი უღირსობა უნდა დაგავალონ, რომ დაგიძახოს შემდეგ პრეზიდენტად წოდებულმა, ერთმანეთს თვალთხარიას და მოღალატეს რომ ეძახდით და გაგაერთიანონ - გულწრფელად მეცოდებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ  უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ "ძლიერ საქართველოსა" და  გიორგი გახარიას პარტიას მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიწვევას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გახარიას შანსი არ ჰქონდა ბარიერის გადალახვის, ხაზარაძე ეპოტინებოდა ბარიერს და იმისთვის, რომ გარანტია მისცენ, ახლა ეძახიან და ავალებენ, რომ გაერთიანდნენ.

„რაში გამოიხატება ღირსება? რა ღირსებაზე ვლაპარაკობთ? რა სიტყვებით ლანძღავდნენ ერთმანეთს ეტყვიან და გაერთიანდებიან. „ენჯეოსაც“  ეტყვის თავისი პატრონი და შეიმჩნევს, თუ არა ეტყვიან და ვერ შეიმჩნევს, ვერც ჯუმბერ იზორიაზე თავდასხმას, ვერც პოლარიზაციას თვითონ რომ უზრუნველყოფენ და მერე რომ თვითონვე აღნიშნავენ. ადამიანი სიტყვით მოაკვლევინა მათმა პროპაგანდამ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, „ლელოს“ და „გახარია საქართველოს“ გაერთიანებას  სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება.

„მახსოვს გახარიას გამონათქვამი: „ლელო განაცებას უნდა გადავარჩინო“ . „ლელო“ "განაცდა" მანამ, სანამ „ლელო“ იქნებოდა. „ლელო“ არ ერქვა "განაცებული" რომ იყო. ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი იყო „ნაცების“ მმართველობის პერიოდიდან, მათ რეკეტს ხაზარაძე ხელმძღვანელობდა. რა „ლელო განაცებას უნდა გადავარჩინო“ , რეებს იგონებ? - „ნაცებს“ ლანძღვას და კოალიცია ოთხგან აქვს დალაგებული. ახლა „ნაცების“ კლასტერს უერთდება, მხოლოდ იმიტომ, რომ დაავალეს. ასე დაავალებენ გვარამიასაც და დიდი შანსია, რომ „ნაცებს“ გაუერთიანდეს. ორი პოლიტიკური პარტია იყო, რომლებიც ბარიერს ეპოტინებოდნენ: ერთია გვარამიას პარტია, მეორე გახარიას პარტია, შესაბამისად, ახლა ცდილობენ, რომ ისინი გაუერთიანონ სხვებს. ერთი გახარიასთან დააწყვილონ, მეორე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმისათვის, რომ ცოტა მაინც წინ წაიწიოს მათმა რეიტინგმა. ერთ რამეს ვერ ხვდებიან, რომ მანდ მოკლე ჩართვა ხდება ხოლმე. გახარიას და „ლელოს“ ამომრჩეველი სხვადასხვაა და მათ ჰგონიათ, რომ მათი 2 და ამათი 4 პროცენტი არის 6-7-8, სინამდვილეში, შეიძლება ერთმანეთის რეიტინგი შეჭამოს. როგორც ისინი ჭამდნენ ბანკებიდან ხალხის ფულს, ასე იჭმევა პოლიტიკური რეიტინგი, ხაზარაძემ გაითვალისწინოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მერაბ.g შე ძალადპოლიტიკოსო, თქვენ ქოცები ისეთივე მართლები თუ ხართ თქვენს 60%-ში, გახარია-მევახშის გაერთიანებაზე, ცუდად გქონიათ საქმე!
არანაირი გაერთოანება არ იქნება, ამას მე ვხვდები არაპოლიტიკოსი!
2 თვის უკან
მერაბ.g გახარიას თაღლითთან გაერთიანებაზე კისკისებს ტაკიმასხარა შ რამიშვილიც; არ მოხდება ეს გაერთიანება და თქვენ თქვენს ღლიცინზე არ შეგრცხვებათ, ისევე როგორც არ შეგრცხვათ მეცოცხეების დახმარებით იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის, რუსთავში ასევე ნაცებთან ჩახურებით საკრებულოს ნაცი თავ-რის არჩევის ... თქვენ მოიგებთ ამ არჩევნებს, მაგრამ არა 60%-ით და არც ამის შეგრცხვებათ ... ამ დროს სხვის სინდისზე ლაპარაკი მართლა უსინდისობაა!
2 თვის უკან
მერაბ.g თუ ეს გაერთიანება არ შედგა და სინდისი აქვს, მდინარაძემ თავის ბრიფინგზე სამჯერ დაიყვიროს: "ვირი ვარ და ვყვირივარ!" შ რამიშვილმა კი (აქ სინდისზე ლაპარაკი შეუსაბამოა) თავის გოშიებთან ერთად სამ ხმაში დასჭექონ: "ყითა ვარ და გაზს ვუშვებ!"
თუ გაერთიანება შედგა, მეცოცხე ვიყო, თუ მეცოცხეებს არ მივცე ხმა!
2 თვის უკან