კახა კალაძე: ვერც ერთი პარკი, ვერც ერთი სკვერი და რეკრეაციული სივრცე, ვერანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გაკეთდება და ვერ განხორციელდება პროექტები, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა

კახა კალაძე: ვერც ერთი პარკი, ვერც ერთი სკვერი და რეკრეაციული სივრცე, ვერანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გაკეთდება და ვერ განხორციელდება პროექტები, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა

ვერც ერთი პარკი, ვერც ერთი სკვერი და რეკრეაციული სივრცე, ვერანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გაკეთდება და ვერ განხორციელდება პროექტები, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა, - განაცხადა დიღომში, ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება. ვერც ერთი პარკი, ვერც ერთი სკვერი და რეკრეაციული სივრცე, ვერანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გაკეთდება და ვერ განხორციელდება პროექტები, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა, ამიტომ მშვიდობიან საქართველოს გაუმარჯოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.