შალვა პაპუაშვილი შუქრუთის აქციაზე: როგორც კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, ის ადამიანები, რომლებიც პროტესტში არიან ჩართული, მათ სრულად აქვთ კომპენსაცია აღებული. ამიტომ, საჭიროა იმაში ჩაძიება, რა საკითხებს ეხება ესა თუ ის პრეტენზია

შალვა პაპუაშვილი შუქრუთის აქციაზე: როგორც კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, ის ადამიანები, რომლებიც პროტესტში არიან ჩართული, მათ სრულად აქვთ კომპენსაცია აღებული. ამიტომ, საჭიროა იმაში ჩაძიება, რა საკითხებს ეხება ესა თუ ის პრეტენზია

იმედი მაქვს, კომპანია ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. ეს არ გახლავთ უშალოდ პარლამენტის კომპეტენცია და მე ამ საკითხებს დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა ჩვენ კომპანიის განცხადება ვნახეთ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შუქრუთის აქციის რადიკალურ ჯგუფზე საუბრისას, რომელმაც ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა.

მისივე თქმით, კომპენსაციებთან დაკავშირებით კომპანიამ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

„გუშინ კომპანიამ განცხადება გაავრცელა. არის სხვადასხვა საკითხი. რაც შეეხება საცხოვრისებს და კომპენსაციებს, როგორც კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, ის ადამიანები, რომლებიც პროტესტში არიან ჩართული, მათ სრულად აქვთ კომპენსაცია აღებული. ამიტომ, საჭიროა იმაში ჩაძიება, რა საკითხებს ეხება ესა თუ ის პროტესტი ან პრეტენზია. თუ საკითხი ეხება კომპენსაციებს, როგორც ჩანს, კომპენსაციები აღებული აქვთ. თქვენ შეგიძლიათ დაინტერესდეთ, მათ შორის მათთან. იმედი მაქვს, კომპანია ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. ეს არ გახლავთ უშალოდ პარლამენტის კომპეტენცია და მე ამ საკითხებს დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა ჩვენ კომპანიის განცხადება ვნახეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შუქრუთის აქციის რადიკალურ ჯგუფს, რომელმაც ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა, საკომპენსაციო თანხები სრულად აღებული აქვს. თანხის ჩარიცხვები საბანკო ანგარიშების ამონაწერებით დასტურდება. ჯამში, გაცემულია 13 მილიონ ლარამდე კომპენსაცია 281 შუქრუთელზე. მათ შორის, თანხა აღებული აქვთ აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც შანტაჟის გზით კომპანიისგან დამატებითი თანხების მიღებას ცდილობენ.

მერაბ.g რატომ გყავთ პარტიაში "ციხის ბუნტის" დროს იუსტიციის მინისტრის (ადეიშვილის) ციხეების კურატორი მოადგილე (ე.ი. მამალი ნაცი) მიქანაძე?
2 თვის უკან