ლევან მაჭავარიანი: დასავლურ ქვეყნებში მიმდინარეობს ბავშვებში აგიტაცია, რომ თითქოს ისინი სქესით არ არიან დაბადებულები და რომ გაიზრდებიან შემდეგ აირჩევენ რომელ სქესს მიეკუთვნებიან. ჩვენ ძირშივე ვაპირებთ ამ პრობლემის მოჭრას

ლევან მაჭავარიანი: დასავლურ ქვეყნებში მიმდინარეობს ბავშვებში აგიტაცია, რომ თითქოს ისინი სქესით არ არიან დაბადებულები და რომ გაიზრდებიან შემდეგ აირჩევენ რომელ სქესს მიეკუთვნებიან. ჩვენ ძირშივე ვაპირებთ ამ პრობლემის მოჭრას

ეს არის ის, სადაც ჩვენი ამომრჩევლის და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის სრული თანხვედრა არის ამ თემის გარშემო. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ხედავს როგორი რისკები დგას მსოფლიო და როგორი გამოწვევებია ლგბტ პროპაგანდით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება, რათა ძირშივე იქნას გადაჭრილი ეს პრობლემა.

„მე სპეციალურად კონკრეტიკაში არ შევალ და არ ჩამოვთვლი იმ ძალიან განვითარებულ დასავლურ ქვეყნებს, სადაც სკოლებში და ბაღებში სამწუხაროდ მიმდინარეობს ბავშვებში აგიტაცია, რომ თითქოს ისინი სქესით არ არიან დაბადებულები და რომ გაიზრდებიან შემდეგ აირჩევენ რომელ სქესს მიეკუთვნებიან. ჩვენ ძირშივე ვაპირებთ ამ პრობლემის მოჭრას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მომავალი თაობები გაიზარდონ ჯანსაღ გარემოში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მერაბ.g ჩემი ძმაკაცი ამერიკაშია ცოლშვილით; ბავშვი გაისისთვის სასკოლოა; ჯერ ვერ იპოვეს სკოლა, სადაც არ მძვინვარებდეს ლგბტ პროპაგანდა! გადაწყვეტილება ასეთი მიიღო - თუ ვერ იპოვა ნორმალური სკოლა, ბავშვს საქართველოში გამოაგზავნის თავის მშობლებთან; ესეც თქვენი ამერიკა!
2 თვის უკან