ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შალვა პაპუაშვილს: არ მიიღოთ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი. ბავშვებისთვის ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა არ შეესაბამება კონვენციის მე-10 მუხლს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შალვა პაპუაშვილს: არ მიიღოთ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი. ბავშვებისთვის ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა არ შეესაბამება კონვენციის მე-10 მუხლს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ ქვეყანამ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის მიღებაზე უარი თქვას.

„აღნიშნული კანონპროექტი ქმნის სამართლებრივ საფუძველს LGBTI საზოგადოების დისკრიმინაციისთვის და, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“, - წერს ო’ფლაერთი.

წერილში მას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი რამდენიმე სარჩელის მაგალითი მოჰყავს. როგორც ადამიანის უფლებათა კომისარი ამტკიცებს, ერთ-ერთი სარჩელის განხილვის დროს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვებისთვის ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ სექსუალური ორიენტაციით არის ნაკარნახები, იმ დროს, როცა არ არსებობს არავითარი სხვა საფუძველი ივარაუდო, რომ ამგვარი ინფორმაცია არასათანადოა და აზიანებს ბავშვის განვითარებას, არ შეესაბამება კონვენციის მე-10 მუხლს (აზრის გამოხატვის თავისუფლება).

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ ამგვარი კანონის მიღებისგან და ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან ერთად იფიქრონ იმაზე, თუ როგორ დაიცვან LGBTI ადამიანების უფლებები და ებრძოლონ დისკრიმინაციას.

ო’ფლაერთი აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ ისეთი რიტორიკისგან, რომელიც LGBTI ადამიანების სტიგმატიზებას ახდენს.

მერაბ.g რატომ არ უნდა მივიღოთ? ამან უფრო იცის ქქართველების სურვილები და მისწრაფებები? იქნებ სხვაზე უფრო შესტკივა გული? არა, ქართველები მას ფეხებზე ჰკიდია - მათი საერთო სურვილია, რომ პედერასტებმა ყველგან მოიკიდონ ფეხი
2 თვის უკან