სანდრო რაქვიაშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ კეზერაშვილი და „ქოცები“ შეთანხმებულად ძარცვავდნენ პენსიონერებს

სანდრო რაქვიაშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ კეზერაშვილი და „ქოცები“ შეთანხმებულად ძარცვავდნენ პენსიონერებს

ეჭვი არ მეპარება, რომ კეზერაშვილი და „ქოცები“ შეთანხმებულად ძარცვავდნენ პენსიონერებს, მაგრამ მგონი, შალვა პაპუაშვილს შეთქმულების თეორია აქვს - მთელი ევროპა გაერთიანდა კეზერაშვილის სიყვარულში და „ნაცებს“ რომ აფინანსებს ამის გამო რაღაცას აკეთებს?! უბრალოდ, არასერიოზულად გამოიყურება, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილი და „ქართული ოცნება“ ე.წ. „ქოლ-ცენტრების" საქმეში შეთანხმებულად მოქმედებდნენ, შემდეგ კი იჩხუბეს და ახლა კონკურენტებს იშორებენ.

„როგორ მოქმედებენ ქოლ-ცენტრები საქართველოსი ისე, რომ სპეცსამსახურებმა ეს არ იცოდნენ? სინამდვილეში ეს რთულად დასაჯერებელია. როგორც ჩანს, რაღაც მომენტში დალაგებულები იყვნენ, მერე იჩხუბეს და ახლა რაღაც კონკურენტს იშორებენ, ან რაღაც ასეთი გაუგებრობა არის "ქართულ ოცნებასა" და კეზერაშვილს შორის. ის, რომ პარტიები, ზოგადად, არალეგალურად ფინანსდებიან, ეს "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე კარგად იცის. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ პრეტენზია "ნაციონალურ მოძრაობას" წაუყენოს, მე მგონი, საკუთარი ფინანსების გასაჯაროებით უნდა დაიწყოს, რომ მინიმუმ იმ სტანდარტს მაინც მიაღწიოს, რაც "გირჩს" გვაქვს, რომ საიტზე ედოთ, საიდან და ვისგან ფინანსდებიან.

სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ევროპელების გადმოსახედიდან, საერთოდ არაფერი ხდება, რიგითი ადამიანია. გინახავთ, რომ ფილმის გამო ადამიანს იჭერდნენ?! გამოძიება გამოძიებაა, BBC კი BBC-ია. მე საერთოდ მგონია, რომ კეზერაშვილი "ქოცებთან" დალაგებული იყო და ასე ფუნქციონირებდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ შეთანხმებულად პენსიონერებს ძარცვავდნენ, მაგრამ შეთქმულების თეორია აქვს, მგონი, შალვა პაპუაშვილს. მთელი ევროპა გაერთიანდა კეზერაშვილის სიყვარულში და "ნაცებს" რომ აფინანსებს ამის გამო რაღაცას აკეთებს?! უბრალოდ, არასერიოზულად გამოიყურება," - განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ". მისი თქმით, საქართველოსთვის კეზერაშვილის გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ, რასაც BBC-ი საგამოძიებო სიუჟეტში ამტკიცებდა, ახლა საბანკო გადარიცხვებით დადასტურდა: „მისტერ ოფშორი, როგორც მას BBC-მ უწოდა, დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების ბიზნესის უკან დგას“.

მერაბ.g საიდან გაგიჩნდა ეს "ეჭვი არ მეპარება, რომ ერთობლივად ძარცვავენ?" ღირსი არა ხარ ახლა თუ ვერ დაამტკიცებ, სწორნაწლავი რომ გაგიგანიერონ?
6 დღის უკან