რეალურ პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ ეხმარება სტრატეგიულ ურთიერთობებს - კონგრესის მიერ პარალელური დათვლის მანიპულაციის გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა

რეალურ პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ ეხმარება სტრატეგიულ ურთიერთობებს - კონგრესის მიერ პარალელური დათვლის მანიპულაციის გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა

რეალური პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ ეხმარება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს - კონგრესის მიერ პარალელური დათვლის მანიპულაციის დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა,’ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" მიერ 2020 წელს გავრცელებული პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საინტერესოა ფლობდა თუ არა ელჩი ინფორმაციას პარალელური დათვლის მცდარი შედეგების შესახებ. მისი თქმით, თუ დადასტურდა, რომ ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს ფასილიტაცია-მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას.

,,ცალკე საკითხია, თუ რა იცოდა აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩმა, რომელსაც იმ პერიოდში შუამავლის როლი ჰქონდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. იმ პირობებში, როდესაც USAID სამთავრობო დაწესებულებაა და ფიზიკურადაც აშშ-ის საელჩოშია განთავსებული, რთულია იმის დაჯერება, რომ ელჩს ამ საკითხზე ინფორმაცია არ ჰქონდა. თუ დადასტურდა, რომ ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს ფასილიტაცია-მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არსებული რეალური პრობლემებზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ ეხმარება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, ისევე როგორც სენატს, აქვს ყველა ბერკეტი ამ საკითხის გამოსაძიებლად. თუმცა, სამწუხაროდ, ნაცვლად ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემისა, გვესმის ბრალდებები ცრუ ნარატივების გავრცელებაზე, რაც, სულ უფრო მეტად, ემსგავსება კრიტიკოსების გაჩუმების ტაქტიკას, ვიდრე სიმართლეზე ზრუნვას. საქართველო გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს ყოველთვის, როდესაც ეს მას დასჭირდა. ჰელსინკის კომისია ამერიკელი ხალხის სახელით გველაპარაკება. ჩვენც, როგორც საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, მოვუწოდებთ მას, ქართველი ხალხის სახელით, რომ გამოიძიოს ეს მწვავე საკითხი და დაადგინოს ჭეშმარიტება. ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლების მხრიდან პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციის საკითხის ღია და დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა,’’ - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.