ტერფის კვლევა თანამედროვე საშუალებებით

ტერფის კვლევა თანამედროვე საშუალებებით

ტრავმირებული ტერფის დროს აუცილებელია ვეწვიოთ ექიმს, რომ სწორად განისაზღვროს დაზიანების ტიპი და ხარისხი, დაინიშნოს სწორი მკურნალობა, რადგან დაგვიანებული და არასათანადო მკურნალობა ტკივილის გაუარესებასა და გართულებების ჩამოყალიბებას გამოიწვევს. თუ ტერფის პრობლემები გაწუხებთ, შეგიძლიათ "ახალი ხედვის" ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკას მიმართოთ. ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრი მომხმარებლებს ტერფის კვლევასა და ინდივიდუალური სუპინატორის დამზადებას სთავაზობს. 

როგორ ხდება ტერფის კვლევა?

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უკვე რამდენიმე წელია ტერფის დიაგნოსტიკის სერვისს სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს დგომისა და გადაადგილების პროცესში ტერფის გამოკვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც იძლევა საშუალებას, დაისვას სწორი დიაგნოზი და დამზადდეს ინდივიდუალური, უშუალოდ პაციენტის ტერფზე მორგებული ღაბაში (სუპინატორი), რომელიც უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის.

როდის არის ტერფის კვლევა საჭირო?

ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სკანირება პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს - შესაბამისად, ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ტერფის კვლევისა და დიაგნოსტიკის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია,  განსაკუთრებით კი ბრტყელტერფიანობის დროს. ტერფთან დაკავშირებული პრობლემები ძვალ-სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს.  მნიშვნელოვანია, რომ ტერფის დარღვევებს ბავშვობიდანვე სათანადო ყურადღება მიექცეს, რადგან დროულად დაწყებული მკურნალობა აგაცილებთ დაავადების პროგრესირებასა და შემდგომში იმ გართულებებს, რასაც ტერფის დეფორმაციები იწვევს.