გიორგი ვოლსკი: საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ახირება, რასაკვირველია. ეს არის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საფრთხეებიდან გამომდინარე

გიორგი ვოლსკი: საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ახირება, რასაკვირველია. ეს არის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საფრთხეებიდან გამომდინარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართული ოცნებისთვის“ ახირება არ არის.

არამედ, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გამომდინარეობს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან და საფრთხეებიდან.

„რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს ქვეყანას, მის პარლამენტს საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, მაგალითად. რომელიც ეხება იმ ფასეულობების დაცვას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თვითმყოფადობისთვის, ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ა.შ.

რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს რესურსი იმისთვის, რომ შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ და დასკვნები უნდა იყოს დაფუძნებული საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერაზე“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მერაბ.g თუ ახირება არაა, დაასაბუთეთ; 1.ნაცების მოშორებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება 2. არც ლგბტ კანონის ამუსავებას 3. არც გამჭვირვალობის კანონს 4. ეს არც ომისგან მშვიდობის დაცვას სჭირდება 5 ეს არც ტერირორიული მთლიანობის აღდგენას უნდა დასჭირდეს; ყოველი შემთხვევისათვის, რა შემთხვევაში, შეიძლება გახდეს საჭირო და , თუ ეს ყოველი შემხვევისათვის გინდათ, ესეც უნდა გვითხრათ!
2 თვის უკან