ლევან მაჭავარიანი: პრემიერმა დააანონსა ახალი ინიციატივა და თუ ვინმე შეუჩერებს „ენჯეოებს“ დაფინანსებას იმის გამო, რომ კეთილსინდისიერად იქცევიან და მუშაობენ, აიღებენ გრანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

ლევან მაჭავარიანი: პრემიერმა დააანონსა ახალი ინიციატივა და თუ ვინმე შეუჩერებს „ენჯეოებს“ დაფინანსებას იმის გამო, რომ კეთილსინდისიერად იქცევიან და მუშაობენ, აიღებენ გრანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

პრემიერმა დააანონსა ახალი ინიციატივა და თუ ვინმე შეუჩერებს მათ [„ენჯეოებს“] დაფინანსებას იმის გამო, რომ კეთილსინდისიერად იქცევიან და მუშაობენ, აიღებენ ამ გრანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას.

„ეს ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ბულინგი მიმდინარეობს მდიდარი რადიკალური „ენჯეოების“ და რამდენიმე დონორი ორგანიზაციის მხრიდან იმ წესიერ და პატიოსან „ენჯეოებზე“, რომლებიც მართლა კარგ საქმეს ემსახურებიან და რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ არც პოლარიზაციის გაღვივებასთან და არც რადიკალიზმის გავრცელებასთან ამ ქვეყანაში. ამ ბულინგის ფონზე, არ იქნება სამართლიანი, რომ ეს კეთილსინდისიერი „ენჯეოები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები დაიჩაგრონ. აქედან გამომდინარე, პრემიერმა დააანონსა ახალი ინიციატივა და თუ ვინმე შეუჩერებს მათ [„ენჯეოებს“] დაფინანსებას იმის გამო, რომ კეთილსინდისიერად იქცევიან და მუშაობენ, აიღებენ ამ გრანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მერაბ.g გამოვიდა ნახმარი პრეზერვატივი გვარამია და საგრანტო ფონდის შექმნა არასამთანრობოების მოსყიდვის მცდელობააო; ანუ ამერიკის არასამთავრობოებს აშშ აფინანსებს, თუ ბრიტანეთი, ჩინეთი, ან საუდის არაბეთი? აფინანსებს თავისი სახელმწიფო - ე.ი. მოუსყიდავთ და ესაა!
2 თვის უკან