გოგა ხაინდრავა: სააკაშვილთან სეანსები იმართებოდა - ციხეში გადაღებულ კადრებს იქ ყველა ერთად უყურებდა, სახარებაზე ხელს დავდებ და ნებისმიერ სასამართლოში დავადასტურებ, რომ ამას აკეთებდნენ

გოგა ხაინდრავა: სააკაშვილთან სეანსები იმართებოდა - ციხეში გადაღებულ კადრებს იქ ყველა ერთად უყურებდა, სახარებაზე ხელს დავდებ და ნებისმიერ სასამართლოში დავადასტურებ, რომ ამას აკეთებდნენ

თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანას მომავალი ჰქონდეს, ეს დანაშაული, ბოროტება უნდა გასამართლდეს, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ. მან მაშინდელი ხელისუფლების გასამართლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მთავარი მათი დანაშაული არის სახელმწიფოს ღალატი - მერაბიშვილის, სააკაშვილის, ბოკერიასი. კეზერაშვილი არა მარტო ომის დამნაშავეა, დაწვრილებით ვიცი, ყველა ნაბიჯი ვიცი, რაც მათ 6 აგვისტოდან განახორციელეს. მანამდეც, დაწყებული ერგნეთის ბაზრობის გაუქმებით, რომელიც იყო ადგილი, სადაც ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობდნენ, ოჯახური, ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდათ და ეს იყო საწინდარი იმისა, რომ ჩხუბი არ მოხდებოდა“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

მან მაშინდელ საპატიმროებში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„სააკაშვილთან სეანსები იმართებოდა - ციხეში გადაღებულ კადრებს იქ ყველა ერთად უყურებდა, ეს არაადამიანები! სახარებაზე ხელს დავდებ და ნებისმიერ სასამართლოში დავადასტურებ, რომ ამას აკეთებდნენ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანას მომავალი ჰქონდეს, ეს დანაშაული, ბოროტება უნდა გასამართლდეს“, - აღნიშნა ხაინდრავამ.