ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში, ,,ბაღების მშენებლობა - რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში დასრულდა 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერეს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 1,2 მილიონი ლარი შეადგინა.