ედიშერ გვენეტაძე: საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, სადაც მთავარ ფიგურად გვევლინება დავით კეზერაშვილი

ედიშერ გვენეტაძე: საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, სადაც მთავარ ფიგურად გვევლინება დავით კეზერაშვილი

განსხვავებით აშშ ჰელსინკის კომისიისგან, რომელმაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დასდო ბრალი „ქართულ ოცნებას“ ქოლ-ცენტრების შექმნასა და შავი ფულის გათეთრებაში, საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით, უტყუარი ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, სადაც მთავარ ფიგურად კვლავაც გვევლინება თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და მის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი სინდიკატი, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე. 

მანვე აღნიშნა, რომ დავით კეზერაშვილის უკან მსხვილი ღლავები დგანან, რომლებიც ამაგრებენ და ამუშავებენ ამ ავაზაკთა ბანდის მეთაურს, რომელიც მიუხედავად მის მიმართ ფაქტებით გაჯერებული წაყენებული ბრალდებისა, დაუბრკოლებლად გადაადგილდება დასავლეთის დემოკრატიით ქებულ ქვეყნებში.

„განსხვავებით აშშ ჰელსინკის კომისიისგან, რომელმაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დასდო ბრალი „ქართულ ოცნებას“ ქოლ-ცენტრების შექმნასა და შავი ფულის გათეთრებაში, საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით უტყუარი ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, სადაც მთავარ ფიგურად კვლავაც გვევლინება თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და მის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი სინდიკატი. დიახ ეს ის კეზერაა, რომელმაც ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა, ახლა კი დაუნდობლად ძარცვავს და აღატაკებს ევროპელ პენსიონერებს. უეჭველია კეზერაშვილის უკან მსხვილი ღლავები დგანან, რომლებიც ამაგრებენ და ამუშავებენ ამ ავაზაკთა ბანდის მეთაურს, რომელიც მიუხედავად მის მიმართ ფაქტებით გაჯერებული წაყენებული ბრალდებისა დაუბრკოლებლად გადაადგილდება დასავლეთის დემოკრატიით ქებულ ქვეყნებში. თუმცა სულ ორიოდე თვეღა ანუ 5 ნოემბრამდე დარჩათ ამ დღისით-მზისით ევროპაში მოთამაშე ყაჩაღებს, რათა პასუხი აგონ ყველა იმ დანაშაულებისათვის, რაც მათ ჩაუდენიათ ღვთისა და ადამიანების წინაშე“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.