თუ შენი ბავშვისთვის პლანშეტის ყიდვას აპირებდი, ექსტრაზე სასკოლო სეზონის შეთავაზებები არ უნდა გამოტოვო.
ექსტრას ვებგვერდზე საბავშვო პლანშეტების დიდი მრავალფეროვნება და საუკეთესო ფასები გელოდება. იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთო და პლანშეტი შენი შვილის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებდეს, აუცილებელია ის სწორად შეარჩიო.
რას უნდა მიაქციო ყურადღება პლანშეტის შერჩევისას?
პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მოსწავლის ასაკი.
● თუ შენი შვილის ასაკი 3-დან 7 წლამდეა, საჭიროა, პლანშეტს ჰქონდეს მშობლის კონტროლის ფუნქცია.
● 8-12 წლის ბავშვებისთვის, იდეალური იქნება, ტაბლეტი საგანმანათლებლო და გასართობი აპლიკაციების მხარდაჭერით.
● 13 წლიდან მოზარდებისთვის, რეკომენდებულია, პლანშეტს ჰქონდეს მძლავრი ფუნქციები, კარგი დისპლეი და მეტი აპლიკაციის მხარდაჭერა.
● ყურადღება მიაქციე პლანშეტის გამძლეობას, რაც სკოლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია.
● აირჩიე პლანშეტი დარტყმა გამძლე, წყალგაუმტარი კორპუსით. ის დაიცავს მოწყობილობას ბავშვების მიერ სწრაფად დაზიანებისგან.
ბავშვისთვის არჩეულ ტაბლეტს, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს მშობლის ყოვლისმომცველი კონტროლი. ეს საშუალებას გაძლევს აკონტროლო ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დრო, შეუზღუდო აპლიკაციები, განსაზღვრო რას უყუროს და ა.შ.
საბავშვო პლანშეტის ტექნიკური მახასიათებლები
ტაბლეტის მუშაობა უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის საჭიროებებს:
● უმჯობესია, ტაბლეტს ჰქონდეს, მინიმუმ, ოთხბირთვიანი პროცესორი.
● უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და ინტენსიური გამოყენებისთვის, კარგი იქნება, თუ პლანშეტს ექნება 4 GB ან მეტი ოპერატიული მეხსიერების მოცულობა. მარტივი ამოცანების შესასრულებლად - მინიმუმ, 2GB.
● აირჩიე პლანშეტური კომპიუტერი, მინიმუმ, 32 GB მეხსიერების მოცულობით.
● ინტენსიური გამოყენების შემთხვევაში, შეარჩიე ტაბლეტი, მინიმუმ, 8-10 საათიანი ელემენტის გამძლეობით.
● შეარჩიე შენი ბავშვისთვის ოპტიმალური ეკრანის ზომა. შედარებით, უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის შესაფერისი იქნება 7-8” ეკრანი, უფროსებისთვის - 10” ან მეტი. გაითვალისწინე, მაღალი გარჩევადობის ეკრანს უკეთესი გამოსახულება აქვს და ბავშვს თვალი ნაკლებად დაეძაბება.
ექსტრაზე სასკოლო პლანშეტების ფასი 79 ლარიდან იწყება. აქ გელოდება ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი: Apple, Xiaomi, Huion, SAMSUNG, Lenovo, VORCOM, Amazon, Veikk, XP-PEN, SIGMA, Realme, Microsoft და სხვა.
საბავშვო პლანშეტის ყიდვა შესაძლებელია განვადებით. ამისთვის, უნდა აირჩიო 4 ბანკის ონლაინ განვადებიდან შენთვის სასურველი: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ტერა ბანკი და კრედო.
დაიწყე სასკოლო სეზონისთვის მზადება.