სასკოლო სეზონი ახლოვდება, ამიტომ, დროა, სასკოლო ნივთების პარალელურად, ბავშვის უსაფრთხოებაზეც იზრუნო. ამაში, როგორც წესი, მშობლებს საბავშვო სმარტ საათები ეხმარება.
როგორ უზრუნველყოფს სმარტ საათი შენი შვილის უსაფრთხოებას?
სმარტ საათით, მარტივად, გააკონტროლებ ბავშვის ადგილმდებარეობას და ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილებას, რადგან ეს პატარა მოწყობილობები აღჭურვილია GPS სენსორით.
გარდა იმისა, რომ თანამედროვე სმარტ საათები საშუალებას გაძლევს მონიტორინგი გაუწიო ბავშვის მოქმედებებს, საშუალება გაქვს დაუკავშირდე ვიდეო ზარით და ა.შ. მოწყობილობა ფლობს მძლავრ სენსორებს: გულისცემის, ძილის, ჯანმრთელობის მონიტორინგი და მრავალი სხვა.
საბავშვო ჭკვიანი საათის შეძენით, შენი შვილი დაცულიც იქნება და თავსაც მშვიდად იგრძნობ.
როგორი უნდა იყოს კარგი სასკოლო სმარტ საათი
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო სმარტ საათი ფლობდეს მძლავრ ელემენტს და ჰქონდეს სწრაფად დამუხტვის ფუნქცია.
არ არის აუცილებელი, საბავშვო სმარტ საათს ჰქონდეს სიმ ბარათის მხარდაჭერა, ამის მიუხედავად, ის სრულად ანაცვლებს ტელეფონს.
● იმისთვის, რომ შვილთან კომუნიკაცია დაამყარო, საკმარისია ჭკვიანი საათი დაუკავშირო შენს მობილურ ტელეფონს.
● საათის საშუალებით ბავშვს შეუძლია გამოგიგზავნოს SOS სიგნალი, თუ უეცრად რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.
● ზოგიერთი ჭკვიანი საათი ბავშვებს აძლევს ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის საშუალებასაც.
● აირჩიე საათი, რომელიც ბავშვს ზარის და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის საშუალებას მისცემს, მხოლოდ, წინასწარ განსაზღვრულ კონტაქტებთან.
● მშობელთა კონტროლი, საშუალებას გაძლევს, თავად განსაზღვრო, რომელი აპლიკაციები და ფუნქციები იქნება ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და ვისთან შეეძლება ბავშვს დაკავშირება.
ექსტრაზე საბავშვო ჭკვიანი საათების დიდი არჩევანი გელოდება. აღმოაჩენ ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: Xiaomi, Motto, Hop-La, Canyon და სხვა.
შეიძინე სმარტ საათი შენი სიმშვიდისთვის და იქონიე უწყვეტი კომუნიკაცია შენს შვილებთან.