იაგო ხვიჩია: ლაშა ბაქრაძის განცხადება არ მომეწონა, იშვიათია, ახალშემოსულმა ასე უცებ აითვისოს ქართულ პოლიტიკაში არსებული ტრადიციები

იაგო ხვიჩია: ლაშა ბაქრაძის განცხადება არ მომეწონა, იშვიათია, ახალშემოსულმა ასე უცებ აითვისოს ქართულ პოლიტიკაში არსებული ტრადიციები

ლაშა ბაქრაძის განცხადება გამიკვირდა, რადგან მაინც ლიტერატურული წრეებიდან მოდის, მაგრამ ყველაფერი ხდება – პოლიტიკაში ხალხი შემოდის და იქვე ითვისებენ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულ ტრადიციებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.

იაგო ხვიჩიას თქმით, ლაშა ბაქრაძის განცხადება არ მოეწონა.

„ვერ მივხვდი, მისი განცხადება რა კონტექსტში იყო ნათქვამი –  ჩემი უხმარი სახეები და სხვისი ნახმარი სახეები არც მის მხარეს აძლევს მაინცდამაინც კარგ დახასიათებას. იშვიათია, ახალშემოსულმა ასე უცებ აითვისოს ქართულ პოლიტიკაში არსებული ტრადიციები და განახორციელოს. მას ეს განცხადება ბევრ საპასუხო გინებას მისცემს „ქოცებისგან“, მაგრამ ხომ უნდა შეეჩვიოს, თუ პარლამენტში აპირებს შემოსვლას. სჯობს, მანამდეც ჰქონდეს ყური შეჩვეული. ამიტომ, შეიძლება, ეს გახურებაცაა. „ნაცმოძრაობა“ სხვა რამეა, იქ ვიღაცას შეურაცხყოფა აუცილებლად უნდა მიაყენო და, როგორც ჩანს, ეს გზა აირჩია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მერაბ.g შენს ცოლსა და დედაზე რომ ეთქვა იგივე, მაშინაც "არ მომეწონა" იქნებოდა?
1 კვირის უკან