იაგო ხვიჩია: დარწმუნებული ვარ, ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ

იაგო ხვიჩია: დარწმუნებული ვარ, ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ

დარწმუნებული ვარ, ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, შეთქმულების თეორიების არ სჯერა.

„ჩემი აზრით, ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთის გამლახავები არ არიან, თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ გალახა და არ დააბრალა, რომ ერთმანეთი სცემეს. ძალიან მეეჭვება, რომ ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ. გივი თარგამაძემ თავისი თავი აიფეთქა? შეთქმულების თეორიების არ მჯერა. მჯერა, რომ ასეთი სახის დანაშაული გაუხსნელი არ დარჩება, თუ ეს ხელისუფლებას უნდა. ასეთი ადამიანი ციხეში თუ არ აღმოჩნდება და იტყვიან, „ნაცებმა“ ერთმანეთი სცემესო, მაშინ ეს ყველაფერი გასაგებია. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იქნება, ვისაც არეულობა უნდა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ეს „ქოცებს“ დააბრალონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული“.

მერაბ.g ამ ანომალიას ეტყობა არ მოუსმენის სააკაშვილის ჯლოყინის ჩანაწერი, უკრაინიდან რომ ასწავლიდა: მსხვერპლი სასურველია ორსული იყოსო
1 კვირის უკან