მამუკა მდინარაძე: დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, დაინტერესებულია, ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში

მამუკა მდინარაძე: დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, დაინტერესებულია, ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში

„ყველა, ვინც სახელმწიფოს ჩამოშლით არის საქართველოში დაინტერესებული. ერთადერთი, ვინც გარანტირებულად არ არის ამით დაინტერესებული, ეს არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული და მისი ნების აღმსრულებელი საქართველოს ხელისუფლება“- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ  ვინ არის დაინტერესებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, საქართველოში არეულობით დაინტერესებულია „ძალიან ბევრი, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახური, „გლობალური ომის პარტიის“ რომელიმე აგენტი და ა.შ.“

„თეორიული დაშვებები შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ,  რომ დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა დიდი უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, ასევე დაინტერესებულია ამ საკითხებით, რომ ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ამით არის დაინტერესებული“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.