ირაკლი ქადაგიშვილი: „ლელოსთან“ მარგველაშვილის მიწებებას, შეიძლება, ერთი მიზანი ჰქონდეს, დამარცხების შემდეგ თქვან, არჩევნების შედეგებს არა მხოლოდ მოქმედი, ყოფილი პრეზიდენტიც აპროტესტებსო

ირაკლი ქადაგიშვილი: „ლელოსთან“ მარგველაშვილის მიწებებას, შეიძლება, ერთი მიზანი ჰქონდეს, დამარცხების შემდეგ თქვან, არჩევნების შედეგებს არა მხოლოდ მოქმედი, ყოფილი პრეზიდენტიც აპროტესტებსო

პრემიერ-მინისტრის სწორი შეფასება იყო, „ლელო“ არის ნულოვანი რეიტინგების შეკრების წერტილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქრთველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი „ლელოსთან“ შესაძლო გაერთიანებას მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ თქვას, ამჟამინდელ პრეზიდენტთან ერთად, შედეგებს ყოფილი პრეზიდენტიც აპროტესტებსო.

„ამას ერთი სარგებელი ექნება, არჩევნებში დამარცხების შემდეგ რაც შეიძლება მეტი ხმაურისა და საერთაშორისო რეზონანსის გამოსაწვევად თქვან, რომ არჩევნების შედეგებს არა მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტი, არამედ ყოფილი პრეზიდენტიც აპროტესტებს. „ლელოსთან“ მარგველაშვილის მიწებებას პოლიტიკურად, შეიძლება, მხოლოდ ეს მიზანი ჰქონდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ლელოში“ გაწევრიანდეს.

მერაბ.g მარგოს მისვლით თაღლითებს შეიძლება 500 ხმა მიემატოთ, ან ხუთჯერ მეტი დააკლდეთ; ეგაა და ეგ!
1 კვირის უკან