ნინო ფოჩხუა: წამსვე გამოაცხო ფეიკ-ნიუსი თითქოს ხელისუფლება აფრთხილებს ოპოზიციას, რომ მათაც იგივე ელით საკუთარი გუნდის წევრებისგან - ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, ნუ აიძულებენ უსაფრთხოების სამსახურს დაუდონ ფაქტები

ნინო ფოჩხუა: წამსვე გამოაცხო ფეიკ-ნიუსი თითქოს ხელისუფლება აფრთხილებს ოპოზიციას, რომ მათაც იგივე ელით საკუთარი გუნდის წევრებისგან - ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, ნუ აიძულებენ უსაფრთხოების სამსახურს დაუდონ ფაქტები

ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ ოპოზიცია განიხილავს გივი თარგამაძის აფეთქების მსგავს ინციდენტს, ჰოი საოცრება და „ტვ პირველმა“ წამსვე გამოაცხო ფეიკ-ნიუსი ამის საპირწონედ, თითქოს ხელისუფლება აფრთხილებს ოპოზიციას, რომ მათაც იგივე ელით საკუთარი გუნდის წევრებისგან, რა თქმა უნდა უცხოეთში დაწერილი სცენარით, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. 

ნინო ფოჩხუა „ტვ პირველს“ მიმართავს ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ნუ აიძულებენ უსაფრთხოების სამსახურს დაუდონ ფაქტები. 

„ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ ოპოზიცია განიხილავს გივი თარგამაძის აფეთქების მსგავს ინციდენტს, ჰოი საოცრება და #ტვპირველმა წამსვე გამოაცხო ფეიკ-ნიუსი ამის საპირწონედ, თითქოს ხელისუფლება აფრთხილებს ოპოზიციას, რომ მათაც იგივე ელით საკუთარი გუნდის წევრებისგან, რა თქმა უნდა უცხოეთში დაწერილი სცენარით.

მივმართავ #ტვპირველს, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, ნუ აიძულებენ უსაფრთხოების სამსახურს დაუდონ ფაქტები და ჩააგდებინონ ენა, თუმცა მათ ხომ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ, ამ მხილებასაც აიტანენ“,- წერს ნინო ფოჩხუა.