მამუკა მდინარაძე: ის, რაც ვერ მოახერხა სხვადასხვა დამპყრობელმა საქართველოსთან მიმართებით, სულ ორ-სამ თაობაში შეიძლება მოახერხოს ლგბტ პროპაგანდამ

მამუკა მდინარაძე: ის, რაც ვერ მოახერხა სხვადასხვა დამპყრობელმა საქართველოსთან მიმართებით, სულ ორ-სამ თაობაში შეიძლება მოახერხოს ლგბტ პროპაგანდამ

ის, რაც ვერ მოახერხა სხვადასხვა დამპყრობელმა საქართველოსთან მიმართებით, სულ ორ-სამ თაობაში შეიძლება მოახერხოს ლგბტ პროპაგანდამ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ ლგბტ თემის პროპაგანდამ 2-3 თაობაში შეიძლება ერი გაანადგუროს.

„ათასჯერ გავიმეორებ და მყარად ვიქნები ამ სიტყვების სინამდვილეში, რომ რაც ვერ მოახერხა სხვადასხვა დამპყრობელმა საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ რომ ქართველები ვართ და აქ ვლაპარაკობთ ქართულად, სულ ორ- სამ თაობაში შეიძლება მოახერხოს ლგბტ პროპაგანდამ. ყველა სტატისტიკური მონაცემი ამაზე მეტყველებს, შესაბამისად, ეს გამოწვევა კი არ არის, ეს არის უპირველესი ეროვნული უპირატესი ამოცანა, რომ შევეწინააღმდეგოთ იმ რაღაცას, რამაც 2-3 თაობაში შეიძლება ერი გაანადგუროს. თურმე ეს არ ყოფილა გამოწვევა მაგათთვის და ჩვენთვის გამოწვევაა. ფიზიკური და სულიერი გადარჩენა - ეს გამოწვევა კი არ არის, უპირატესი ამოცანაა, ეროვნული და ამას რომ არ ესწრებიან, აგონ ამომრჩევლების წინაშე პასუხი, მაგალითად, 26 ოქტომბერს“, - განაცხადა მდინარაძემ.