მამუკა მდინარაძე: რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება - თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, ნუ შეასრულებენ დავალებებს!

მამუკა მდინარაძე: რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება - თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, ნუ შეასრულებენ დავალებებს!

რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება. შემიძლია თითოეულ მათგანს მოვუწოდო, რომ ნუ შეასრულებენ დავალებებს და ეს ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციას, რომ „უარი თქვან დავალებების შესრულებაზე“.

„იციან, რომ წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვთ, არანაირი შანსი, არა თუ გამარჯვების, ერთი პარტიის იქით რამდენიმე პარტიას ბარიერის გადალახვაც კი უჭირს და ზღვართან მიახლოებულად პოზიციონირებენ.

ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, რომ ამ ყველაფერს ძალიან ყურადღებით დააკვირდნენ იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც დარჩენიათ ან წინასაარჩევნოდ ან ამის შემდეგ, რაღაცა სახის პროვოკაციები მოაწყონ, რაღაცა სერიოზული ისეთი საკითხები დღის წესრიგში დადგეს, რომელიც მათი აზრით, საზოგადოებას აღაშფოთებს და ამ დღის წესრიგს მიყვებიან, სხვა შანსი არ აქვთ და ამიტომ, როგორც ჩანს, რაღაცა გეგმა „ბ“-დ ამას მოიაზრებენ. თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, რომ დავალებების შესრულებაზე ხელი აიღონ და ეს ქვეყანა მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ძლიერ საქართველოსთან“ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მარგველაშვილი უდიდესი შენაძენია „ლელოსთვის“, რომლის რეიტინგი დაახლოებით 0,5-დან 1%-მდეა“.

„სანამ პარტიები შეერთებოდნენ, მანამდე მათი რეიტინგების ჯამი უფრო მეტი იყო, ვიდრე შეერთების შემდეგ. ახლა რა ჰგონიათ იცით? - ზღვართან ახლოს, საარჩევნო ბარიერთან რომ არიან და გადალახავენ თუ არა ჯერ კაცმა რომ არ იცის, ასეთი პარტია, რომ იმატებს 1%-იანი რეიტინგის ადამიანს, ჰქონიათ, რომ ერთი პროცენტი ავტომატურად ემატებათ, საარჩევნო არითმეტიკა ასეთი არ არის. იქ ხდება გარკვეული მოკლე ჩართვა, ერთგვარი კოლიზია.

მარგველაშვილის რეიტინგი ნულოვანია. მისი და „ლელოს“ რეიტინგი ასე ერთმანეთს არ ემატება. პირიქით, შეიძლება დააკლდეს. მაგალითად: „დროა“ - რუბლებით დაფინანსებული, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ დანაყოფთან შეერთდა, ჯამური რეიტინგი შეერთებამდე მეტი იყო, ვიდრე შეერთების შემდეგ. მანამდე უფრო მეტი შანსი ჰქონდათ ბარიერის გალახვის, ვიდრე დღეს აქვთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.