ირაკლი კობახიძე: აქციების მთავარი ორგანიზატორი „სირცხვილია“ სამი თვე უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო რუსული. ამხელა სიყალბეში აცხოვრეს ეს ქვეყანა

ირაკლი კობახიძე: აქციების მთავარი ორგანიზატორი „სირცხვილია“ სამი თვე უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო რუსული. ამხელა სიყალბეში აცხოვრეს ეს ქვეყანა

აქციების მთავარმა ორგანიზატორმა „სირცხვილიამაც“ დაადასტურა, რომ არავითარი „რუსული კანონი“ ეს არ არის, სტიგმატიზაციას არ იწვევს და არც შეზღუდვებს უწესებს ორგანიზაციებს. „სირცხვილია“ სამი თვე უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ ეს კანონი იყო რუსული. ამხელა სიყალბეში აცხოვრეს ეს ქვეყანა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„რუსული კანონი“ არის ცრუპენტელობა, რაც არაერთხელ გითხარით. ეს კანონი არის ქართული და ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის გამჭვირვალობა, ისიც მინიმალური სტანდარტით, წელიწადში ერთხელ დეკლარაციები უნდა იყოს წარდგენილი. 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ შეიტანა განაცხადი [რეესტრში], ესეც არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ განცხადებები „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, იყო სრული ცრუპენტელობა, რაც სირცხვილია. აქციების მთავარმა ორგანიზატორმა „სირცხვილიამაც“ დაამტკიცა ერთი, რომ სირცხვილია და მეორე - დაადასტურა, რომ არავითარი „რუსული კანონი“ ეს [გამჭვირვალობის შესახებ კანონი] არ არის, სტიგმატიზაციას არ იწვევს და არც შეზღუდვებს უწესებს ორგანიზაციებს. წარმოიდგინეთ, რამხელა სიყალბეში აცხოვრეს ეს ქვეყანა. სამარცხვინო ორგანიზაცია „სირცხვილია“ სამი თვე უმტკიცებდა საზოგადოებას - ახალგაზრდებს და ძველგაზრდებს, რომ ეს კანონი იყო რუსული. ამხელა სიყალბეში აცხოვრეს ეს ქვეყანა“, - აღნიშნა კობახიძემ.