ჩვენი, "ქართული ოცნების" შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე "მთის ამბების" რედაქტორის გელა მთივლიშვილის ძველ და ახალ განცხადებებს, სადაც წარსულში ის ამბობს, რომ "გამჭვირვალობის კანონის" საჭიროება არ არსებობს, ახლა კი ამბობს, რომ არ ასაჯაროებს შემომწირველთა ვინაობას და მათი შენატანების მოცულობას, რადგან იმ პირობით სწირავდნენ ეს ადამიანები თანხას, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.
ბითაძის თქმით, არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ ოპოზიცია წააგებს არჩევნებს ,,მეათასეჯერ” და ვინმეს მაინც ცოტა თუ დაავიწყდება, ყოველთვის არსებობს სამარცხვინო მედია არქივი.
"არჩევნებს იცით რატომ წააგებთ, იმიტომ რომ სიცრუე, სიყალბე, ადამიანის ბულინგი და სტიგმატიზაცია თქვენი ცხოვრების წესია. მათ შორის, ერთმანეთის ლანძღვას და ბულინგს არ ერიდებით. ჩვენი, ქართული ოცნების, შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, ,,ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ.
არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს ,,მეათასეჯერ” და ვინმეს მაინც ცოტა თუ დაავიწყდება, ყოველთვის არსებობს ასეთი სამარცხვინო მედია არქივი", - წერს მაია ბითაძე.