ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ გენო პეტრიაშვილს ოქროს მედალი ვიდეოზარით მიულოცეს (ვიდეო)

ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ გენო პეტრიაშვილს ოქროს მედალი ვიდეოზარით მიულოცეს (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გენო პეტრიაშვილს ოლიმპიური ჩემპიონობა ვიდეო ზარით მიულოცეს.

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.