საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად საცხოვრებელი კორპუსების დაზიანებული სახურავების შეკეთებას განაგრძობს. 

დიღმის მასივის მესამე კვარტლის მესამე კორპუსის დაზიანებული სახურავი სრულად შეიცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 290 ლარი გამოიყო. დიდუბის რაიონის გამგეობა მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ მოთხოვნილი განცხადებების დაკმაყოფილებას და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას.