დავით მათიკაშვილი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე: რადიკალები ხვდებიან, რომ საქართველოს, გლობალურ დიდ თამაშში მონაწილეობის ძალიან მცირე რესურსი აქვს და არ შეუძლია ამ გიგანტების დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს იარაღით ხელში

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე: რადიკალები ხვდებიან, რომ საქართველოს, გლობალურ დიდ თამაშში მონაწილეობის ძალიან მცირე რესურსი აქვს და არ შეუძლია ამ გიგანტების დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს იარაღით ხელში

რადიკალები ხვდებიან, რომ საქართველოს, გლობალურ დიდ თამაშში მონაწილეობის ძალიან მცირე რესურსი აქვს და არ შეუძლია ამ გიგანტების დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს იარაღით ხელში,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ სასაცილოა გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას და დანარჩენი რადიკალების პოზიცია, თითქოს ისინი არასდროს ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. მისი თქმით, რადიკალების შეცვლილი რიტორიკა, წინასაარჩევნოდ ხმების მოპოვებას უკავშირდება.

„როდესაც ვსაუბრობდით პოლიტიკურ ჭრილში ვინმეს გადაწყვეტილების ან მოსაზრების გაშარჟებაზე, თუკი ვინმე არის დასაცინი, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სურვილი, რომ საარჩევნოდ ხმების მობილიზების კუთხით რესურსი არ დაკარგონ, რადიკალური ოპოზიციიდან რასაც აჯერებს და საზოგადოებას ეუბნება იგივე ვაშაძე, ნიკა გვარამია, რომელიც არათუ სანქციების დაწესებას და ურთიერთობის გაწყვეტას, არამედ პირდაპირ ომში ჩართვას, მებრძოლების გაგზავნას ლობირებდა. ყველას ის ძალები უსინდისოდ გამოდიან და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თურმე ისინი არასდროს ყოფილან რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის მომხრე.

აქ არის ორი მიმართულებით საკითხი. ერთი ის, რომ ძალიან კარგად ხვდებიან რადიკალები ჩვენი საზოგადოების სწრაფვას მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების და პრაგმატული პოლიტიკის პირობებში ცხოვრებისა. ძალიან კარგად ხვდებიან, რომ საქართველოს ნაირ პატარა ქვეყანას, რომელსაც გლობალურ დიდ თამაშში მონაწილეობის ძალიან მცირე რესურსი აქვს არ შეუძლია ამ გიგანტების დაპირისპირებაში და სურვილების, რომ გეოპოლიტიკურად რაღაცები შეიცვალოს, მონაწილეობა მიიღოს იარაღით ხელში. იარაღით ხელში საბოლოოდ მოგვიწევდა ყოფნა თუ კი დავაწესებდით სანქციებს.

ის, რომ „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში, ის რომ ომის დაწყების დროს ქვეყნის ხელისუფლება იყო ეროვნული ხელისუფლება. ქვეყნის ხელისუფლება იყო და არის ვინც საკუთარ ხალხზე ფიქრობს პირველ რიგში და დავალებებს საკუთარი ხალხისგან იღებს და არა ქვეყნის გარედან, აი ამ პირობებში შეძლო ჩვენმა ქვეყანამ, ამ გლობალური უბედურების პირობებში საკუთარი მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება შეინარჩუნა“,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.