დავით მათიკაშვილი: რამდენიმე ლიდერმა გაბედა, რომ მშვიდობისთვის გაელაშქრა და დაგმო ომი, ყველა მათგანის მიმართ მოხდა ძალიან მძიმე ფაქტები

დავით მათიკაშვილი: რამდენიმე ლიდერმა გაბედა, რომ მშვიდობისთვის გაელაშქრა და დაგმო ომი, ყველა მათგანის მიმართ მოხდა ძალიან მძიმე ფაქტები

კრიტიკულად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია და გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს სუსში და რომლის წიაღშიც ხდება გამოკვლევა იმის, თუ როგორ მზადდებოდა ტერაქტი პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი ლიკვიდაციის სურვილით და შეთქმულება ხელისუფლების შესაცვლელად, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს დღევანდელ პოლიტიკურ ავანსცენაზე არსებულ ვითარებასთან მიმართებით თუ დავადარებთ ამ სიტუაციას, ძალიან ბევრ მოცემულობაში შესაძლოა პასუხებიც მივიღოთ. რამდენიმე ლიდერმა გაბედა, რომ მშვიდობისთვის გაელაშქრა და დაგმო ომი, ომის შეწყვეტაზე იყო საუბარი, ყველა მათგანის მიმართ მოხდა ძალიან მძიმე ფაქტები. ჩვენ გვახსოვს სლოვაკეთის პრემიერის მიმართ განხორციელებული ტერაქტი, ორბანი კინაღამ მოწყობილ ავტოკატასტროფაში მოჰყვა, ტრამპის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტი, ყველა ამ პირის პოლიტიკური დღის წესრიგი რომ ვნახოთ, ყველა მათგანი მშვიდობისკენ მოუწოდებდა მსოფლიოს. „ქართულმა ოცნებამ“, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ამ ხელისუფლებამ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო, ჩვენი პატარა ქვეყანა არ ჩართულიყო ამ გლობალურ კატასტროფაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.