სუს-ში ტერაქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე გამოკითხვაზე ელიზბარ რაქვიაშვილი იმყოფება

სუს-ში ტერაქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე გამოკითხვაზე ელიზბარ რაქვიაშვილი იმყოფება

ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოიკითხა რამდენიმე ადამიანი, ამ წუთებში კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ელიზბარ რაქვიაშვილი იმყოფება.

მანამდე სუსმა გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა, რომ იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.