საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრს ეძლევა პრივილეგია, იდგეს საარჩევნო ურნასთან. საპარლამენტო ტრადიცია და კოლეგიალური ეთიკაა, რომ ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ დეპუტატები ურნის მცველს ხელს ართმევენ. ამჯერად ეს პატივი ლე პენის პარტიის 22 წლის დეპუტატს ერგო. მოწინააღმდეგე ფლანგის წარმომადგენლებმა მას ხელი არ ჩამოართვეს.