საქართველოს ფოსტის საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება

საქართველოს ფოსტის საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება

საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება. მიმდინარე წლის 11 ივლისს, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ეწვია ენგურჰესს, სადაც მას უმასპინძლა ატრაქციის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. ატრაქციის დათვალიერების შემდეგ, ლევან ჩიკვაიძემ, სიმბოლური საჩუქარი, საფოსტო მარკა, გადასცა მასპინძელ მხარეს.

მოგახსენებთ, რომ საფოსტო მარკა ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით და ახლა უკვე ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე. მარკის ავტორია გიორგი მამულაშვილი, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 50.000 ერთეული.