Financial Times: რუსულ რაკეტას, რომელიც კიევში ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა, დასავლური ნაწილები ჰქონდა

Financial Times: რუსულ რაკეტას, რომელიც კიევში ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა, დასავლური ნაწილები ჰქონდა

რუსული რაკეტა, რომელმაც კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო გაანადგურა, უკრაინელი ექსპერტებისა და ჩინოვნიკების აზრით, დასავლეთში წარმოებული კომპონენტებითი იყო აწყობილი, რაც მოსკოვის მიერ სანქციებისგან წარმატებულ თავის არიდებაზე მეტყველებს, - ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი წერს.

ონკოლოგიურ საავადმყოფოში მოხვედრამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ფოტო ცხადყოფს, რომ ეს იყო X-101 ტიპის ულტრათანამედროვე რუსული ფრთოსანი რაკეტა, რომელიც რუსეთს წარმატებული საჰაერო დარტყმების განხორციელების საშუალებას აძლევს.

2022 წლამდე, ანუ სანამ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის ბრძანებას გასცემდა, რუსეთი რვაჯერ ნაკლებ ასეთ რაკეტას აწარმოებდა და დღემდე ის დასავლურ კომპონენტებზე, განსაკუთრებით ამერიკულზეა დამოკიდებული.

„დასავლური ტექნოლოგიები მათ [რუსებს] უფრო ჭკვიანი რაკეტების შექმნის საშუალებას აძლევს, რომელსაც ისინი ტერორისტული თავდასხმებისთვის და ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გასარღვევად იყენებენ“, - ციტირებს გამოცემა კიევის ეკონომიკური ინსტიტუტის მკვლევარს ოლენა ბელოუსოვას.

მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა რუსეთს რიგ მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომა შეუზღუდა, კრემლის სამხედრო სექტორმა ისეთი მიკროპროცესორების გამოყენება დაიწყო, რომლებიც ადრე სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებოდა.

იანვარში რუსების მიერ გასროლილი X-101 რაკეტის შესწავლამ აჩვენა, რომ მასში 16 მოწყობილობა დასავლური წარმოების იყო. ორი კომპონენტი კომპანია STMicroelectronics-ის მიერ იყო შექმნილი, რომლის სათავო ოფისი შვეიცარიაშია, ხოლო დანარჩენი მიკროსქემები ამერიკული წარმოების იყო, მათ შორის კომპანიების Texas Instruments, Analog Devices და Intel.

ეს პროდუქცია მთლიანად სამოქალაქო სექტორისთვის არის განკუთვნილი, ზოგი მათგანი ძველიც კი არის. როგორც Financial Times-ი წერს, რუსული დოკუმენტების შესწავლამ აჩვენა, რომ რუსულმა კომპანიებმა 2023 წელს იდენტური ნაწილები ღია ბაზარზე იყიდეს და შემდეგ ჩინეთის მეშვეობით ქვეყანაში შეიტანეს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, რაკეტა X-101, შესაძლოა, 50-ზე მეტი დასავლური ნაწილისგან შედგებოდეს.

Aburjga Tasmanieli ერთი ვინმე ჭკუათმყოფელი თუ ხართ მითხარით რატომ უნდა ესროლა რუსეთს ბავშვთა საავადმყოფოსათვის რაკეტა?! რა პრობლემემი, ზიზღი და დაგმობა აკლია საერთაშორისო მასშტაბით?! ეს ხომ სრული სისულელეა?! არ მითხრათ ახლა კარგად ვერ დაუმიზნესო?! უკრაინელებმა ჩამოაგდეს ეს რაკეტა და დაეცა საავადმყოფოს! ეს არის სულ!
3 თვის უკან
მერაბ.g გაიტრუნა დასავლეთი ხომ? წარმოიდგინეთ რომ იმ რაკეტას დასავლური კი არა, ქართული კომპონენტები ჰქონდა; აუუ რა ამბები ატყდებოდაა!
3 თვის უკან