ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე: შესანიშნავი სტიმულია ჩვენი საამაყო გუნდისთვის, მიბაძეთ სხვებმაც, თუ გაქვთ თავი, მაგრამ ვინ მოგცათ

ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე: შესანიშნავი სტიმულია ჩვენი საამაყო გუნდისთვის, მიბაძეთ სხვებმაც, თუ გაქვთ თავი, მაგრამ ვინ მოგცათ

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანჯაფარიძის შეფასებით, ეს დიდი სტიმულია ეროვნული ნაკრებისთვის და მოუწოდებს "ვისაც თავი აქვს", მიბაძონ ივანიშვილის ამ ინიციატივას. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ამ ადამიანებისთვის მთავარი საფიქრალია, რა ავნონ ქვეყანას.

"ნამდვილად შესანიშნავი სტიმულია ჩვენი საამაყო გუნდისთვის, ვიტყვი ყოველგვარი ზედმეტი პათოსის გარეშე. მიბაძეთ სხვებმაც, თუ გაქვთ თავი, მაგრამ ვინ მოგცათ ეს თავი! სხვა რამეებით გაქვთ დაკავებული - ამ ქვეყანას რა ავნოთ." - წერს ზაალ ანჯაფარიძე.