თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით საფეხბურთო ნაკრებს დაწესებული ჯილდო, გადაეცემა. ეს არის უდიდესი მორალური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით საფეხბურთო ნაკრებს დაწესებული ჯილდო, გადაეცემა. ეს არის უდიდესი მორალური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. ეს არის უდიდესი მორალური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის.“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. 

მეგრელიშვილის თქმით, ეს არის მათი ქართული შემართების და ბრძოლის მიმართ გამოხატული მადლობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სხვათა კარნახის გარეშე აკეთებს.

მისივე თქმით, მისი წვლილი დიდია როგორც ქვეყნის ასევე თითქმის ყველა დარგის და ამ შემთხვევაში სპორტის განვითარებაში.

„საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპაში ქართული გოლი გაიტანა!

კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენში ისტორიულად თანმდევი ბრძოლის საჭიროება და ჟინი,შემართება ქართული ღირსებითა და უკან დასახევი გზების ჩახერგვით მოვიგოთ მოსაგები!

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, ჩვენ გვჭირდებოდა ევროპის კარში ქართული გოლი!

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა.

ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.

ეს არის უდიდესი მორალური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის. ეს არის მათი ქართული შემართების და ბრძოლის მიმართ გამოხატული მადლობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სხვათა კარნახის გარეშე აკეთებს.

მისი წვლილი დიდია როგორც ქვეყნის ასევე თითქმის ყველა დარგის და ამ შემთხვევაში სპორტის განვითარებაში.

მისი გვერდით დგომა არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფო ქართული სპორტის გვერდით არის და მჯერა სპორტსმენები დიდი მოტივაციით გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას სპორტის სხვადასხვა მიმართულებით დადონ ხელშესახები შედეგები, მაგალითად დადონ ლელო და გაიტანონ ქართული გოლი!“-წერს თამთა მეგრელიშვილი.