ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ და ისე მოაწერენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, მათ ეს პროცესი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს - მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა

ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, ეს პროცესი მათ ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს, „ნაცმოძრაობის“ ზნე უცვლელია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„სახეები ერთია, „ნაცმოძრაობის“ ზნე უცვლელია, მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა. შესაბამისად, ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ და ისე მოაწერენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, მათ ეს პროცესი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს. მათ განაჩენი საზოგადოებამ არაერთხელ გამოუტანა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.