დიდუბის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპორტული ღონისძიებების ჩატარებას განაგრძობს. თბილისის მერიის ა(ა)იპ ფეხბურთის სპორტულ ცენტრ „იმედში“ მინი ფეხბურთის ტურნირი „დიდუბე 2024“ გაიმართა.
ღონისძიება ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდუბის რაიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა. მატჩების მიმდინარეობისას I, II და III ადგილებზე გასული გუნდები გამოვლინდნენ.
პირველი ადგილის მოპოვება გუნდმა „დიღომი სიტიმ “ მოახერხა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გუნდები „ მიმინო“ და „სუკონკა“ გავიდნენ. ფინალურ მატჩში ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშე- ზუკა ხიზანიშვილი, მეკარე- ხვიჩა კორსანტია და ბომბარდირი- საბა ტყეშელაშვილი. გამარჯვებულ გუნდებსა და ფეხბურთელებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ თასები, სიგელები, მედლები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცა.