დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდუბელი პედაგოგებისთვის სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას დიდუბის რაიონში არსებული სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებმაც სხვადასხვა მუსიკალური ნომერი წარმოადგინეს.
დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ქართული ესტრადის მომღერლებმა.