ანზორ ჩუბინიძე: მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავრობას, რადგან გვაქვს ყველანაირი საშუალება, რომ განვითარების დადებითი დინამიკა გავაგრძელოთ

ანზორ ჩუბინიძე: მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავრობას, რადგან გვაქვს ყველანაირი საშუალება, რომ განვითარების დადებითი დინამიკა გავაგრძელოთ

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავრობას, რადგან გვაქვს ყველანაირი საშუალება, რომ განვითარების დადებითი დინამიკა ყველა მიმართულებით გავაგრძელოთ, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა.

მან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსებიდან 30 წლის იუბილე მიულოცა და წარმატება უსურვა.

„ჩვენმა სამსახურმა არაერთი სირთულე გამოიარა, თუმცა, მოახერხა და ეს სირთულეები გამოცდილებად აქცია და დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალ ძლიერ კომპონენტს და სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ამ სამსახურის ხელმძღვანელი ვარ“, - განაცხადა ჩუბინიძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წელი გავიდა.