ვალუტის კურსს გლობალურ ეკონომიკასა და საერთაშორისო ვაჭრობაზე, ინვესტიციებსა თუ ცალკეული ქვეყნების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი აკისრია.
იმის გასაგებად, თუ რა ფაქტორები იწვევს ვალუტის კურსის ცვლილებას საჭიროა დაკვირვება, ღრმა ანალიზი, ვალუტის კურსის დინამიკაზე დაკვირვება და მუდმივი მონიტორინგი.
ვალუტის გაცვლითი კურსი, ერთი რომელიმე ქვეყნის ვალუტის კურსის მიმართებაა მეორე, ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის ღირებულებასთან. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ვალუტის კურსი მთავარი მოთამაშეა გლობალურ ეკონომიკაში.
საქართველოში, ეროვნული ვალუტის გადაცვლა ხდება ევროში, აშშ დოლარში, ლირაში, რუბლსა თუ სხვა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაში. გადაცვლა თითქმის ყოველ ნაბიჯზეა შესაძლებელი, როგორც ბანკებში, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში. ვალუტის კურსი თითოეულ ობიექტში განსხვავებულია.
რა ახდენს გავლენას ვალუტის გაცვლით კურსზე
ვალუტის კურსის სტაბილურობაზე არაერთი ფაქტორი ახდენს ზემოქმედებას:
● ეკონომიკური მდგომარეობა
● პოლიტიკური სტაბილურობა
● ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი
● ინფლაციის მაჩვენებლები
● ქვეყნის სავაჭრო პოტენციალი
● გეოპოლიტიკური ფაქტორები და სხვა
თუ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სუსტია და ვერ ვითარდება ადგილობრივი წარმოება, ეს ნიშნავს, რომ ვალუტის კურსიც სუსტია და შესაძლოა გაჩნდეს მისი გაუფასურების ან ინფლაციის რისკები.
სუსტი ეკონომიკის და პოლიტიკის მქონე ქვეყნები ვერ ახერხებენ ინვესტორების მოზიდვას, რადგან უცხოელი ინვესტორები ეძებენ სანდო გარემოს საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
თუ ქვეყანაში ექსპორტს იმპორტი აღემატება, ეს ნიშნავს, რომ ვალუტა სუსტდება.
ვალუტის კურსზე, ასევე, მოქმედებს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები, რასაც სერიოზული რყევების გამოწვევა შეუძლია.
სად შეგიძლია ვალუტის კურსის გადაცვლა საუკეთესო პირობებით
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი შესაძლებლობას გაძლევს, გადაცვალო ვალუტა შენთვის მოსახერხებელი გზებით, რისთვისაც ორ არჩევანს გთავაზობს:
1. ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად
2. კომპანიის უახლოეს სერვის ცენტრში
MBC-ის შეთავაზებების სანახავად, ეწვიე ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდს mbc.com.ge და შემოთავაზებული პროდუქტების ჩამონათვალში აირჩიე სერვისი - “ვალუტის გადაცვლა.”
● ვებგვერდზე მარტივად ნახავ ვალუტის კურსებს
● გაეცნობი აშშ დოლარის, ევროს, რუბლის, თურქული ლირის და ბრიტანული გირვანქა სტერლინგის როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვის კურსებს
● აღმოაჩენ MBC-ის კურსსა და საქართველოს ეროვნული ბანკის კურსებს შორის არსებულ სხვაობას თითოეული ვალუტისთვის.
● ვებგვერდზე ჩაშენებული კალკულატორი დაგეხმარება თანხების მარტივად დაანგარიშებაში.
თუ ხშირად გიწევს ვალუტის გადაცვლა ან ფულადი გზავნილების მიღება, ვალუტა MBC-ში საუკეთესო კურსით შეგიძლია დააკონვერტირო.