თუ ხშირად გიწევს ვალუტის გადაცვლა ან ფულადი გზავნილების მიღება, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის შენთვის მომგებიანი ვალუტის კურსით ისარგებლო.
თუ თვალს გადაავლებ ვალუტის გაცვლით კურსებს, აღმოაჩენ, რომ სხვადასხვა ორგანიზაცია განსხვავებულ ვალუტის კურსს გთავაზობს.
ვალუტის გადაცვლა თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი, როგორც ბანკებში, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში.
თუ სწრაფი, კომფორტული მომსახურება და საუკეთესო კურსით სარგებლობა გსურს, ამის შესაძლებლობას საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC გაძლევს.
MBC-ში ყოველთვის უკეთესი ვალუტის კურსია.
ემბისიში იყიდი ან გაყიდი შენთვის სასურველ ვალუტას როგორც ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ისე კომპანიის უახლოეს სერვის ცენტრში.
რა გჭირდება ვალუტის ონლაინ კონვერტაციისთვის
● ვალუტის ონლაინ კონვერტაციისთვის მხოლოდ იდენტიფიკაციისა და პირადი კაბინეტის რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლა მოგიწევს
● ონლაინ კაბინეტიდან შეძენილი ვალუტა, უმოკლეს დროში, განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე დაგიბრუნდება.
ვალუტის ონლაინ გადაცვლა ძალიან დიდი კომფორტია, თან ეს მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვალუტის გადაცვლა ხდება საკომისიოს გარეშე.
რა როლი აქვს ცენტრალურ ბანკს ვალუტის კურსის დადგენაში
სავალუტო კურსს თითოეული ქვეყნის ცენტრალური ბანკი განსაზღვრავს და სავალუტო პოლიტიკას სხვადასხვა მექანიზმებით ახორციელებს.
გაცვლითი კურსის რეჟიმი შეიძლება იყოს ფიქსირებული, მცურავი ან შერეული.
საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, ვალუტის ღირებულება იზრდება, დაბალი მოთხოვნის შემთხვევაში - მცირდება. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი და ხელისუფლება გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრაზე. თუმცა, ეროვნულ ბანკს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია უცხოური ვალუტის შენახული რეზერვების გაყიდვით გაამყაროს ეროვნული ვალუტა.
ლარის ოფიციალური ვალუტის კურსი იანგარიშება სავალუტო ბაზარზე ბანკებს შორის დადებული გარიგებების მიხედვით და ყოველდღიურად ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
ემბისიში ონლაინ კონვერტაციის განხორციელებას შეძლებ შემდეგ ვალუტებში: GEL, USD, EUR, RUB.
თუ გაინტერესებს როგორია ვალუტის კურსი საქართველოში - დოლარის კურსი ლართან მიმართებაში, ევროს კურსი თუ ლარის კურსი - ამ ინფორმაციის გადამოწმებას MBC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე - mbc.com.ge, ონლაინ რეჟიმში შეძლებ.