საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით  გორში ოლიმპიური გარბენი გაიმართება- ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით  გორში ოლიმპიური გარბენი გაიმართება- ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია

23 ივნისს, ოლიმპირ დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში, ოლიმპიური გარბენი გორის მუნიციპალიტეტში გაიმართება.

საერთაშორისო ოლიმპიური დღე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით 1948 წლიდან აღინიშნება. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც სოკ-ის და მისი პრეზიდენტის - თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.

საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციულად იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი

ოლიმპიური ღონისძიებები. „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ კი 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანი რეგიონში სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა. შარშან, თამაშებში  5000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წელს, „შიდა ქართლის სპორტულ თამაშებში“ შეჯიბრებები გაიმართება მძლეოსნობაში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში.

მასობრივ ოლიმპიურ გარბენში გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების (გორი, ქარელი, ხაშური, კასპი) მიერ, ქალებსა და მამაკაცებს შორის გამარჯვებულ პირველ სამეულს კი ფულადი ჯილდოები გადაეცემა.

        1 ადგილი - 1500 ლარი;

        მე-2 ადგილი - 1000 ლარი;

        მე-3 ადგილი - 500 ლარი.

ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობას ოლიმპიური ჩემპიონები და  პრიზიორები, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მაცხოვრებლები მიიღებენ.

გარბენში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის

მუნიციპალიტეტები, სეოკ-ის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია.