თემურ ქეცბაია: ამაყი ვარ საქართველოს ნაკრების თამაშით

თემურ ქეცბაია: ამაყი ვარ საქართველოს ნაკრების თამაშით

საქართველო-თურქეთის მატჩს, ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთვნელი თემურ ქეცბაია სოციალური ქსელით ეხმაურება. ქეცბაიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს. 

„ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავის ოჯახის წევრის, ახლობლის თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე. ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ. ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც გუშინდელი დღე ასეთი დასამახსოვრებელი გახდა. წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს“, - წერს ქეცბაია.

amo გაიხარე!
4 თვის უკან