ლევან ბეჟაშვილი: ამ არალეგიტიმურობის პირობებში, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატურის საკითხი საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, ეს ახალმა ლეგიტიმურმა პარლამენტმა არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს

ლევან ბეჟაშვილი: ამ არალეგიტიმურობის პირობებში, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატურის საკითხი საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, ეს ახალმა ლეგიტიმურმა პარლამენტმა არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს

ამ არალეგიტიმურობის პირობებში, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატურის საკითხი საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს. ეს ახალმა ლეგიტიმურმა პარლამენტმა არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს. შესაბამისად, რაიმე სახის მონაწილეობას ასეთ განხილვებში არ ვაპირებთ, რადგან ეს პროცესი მთლიანად არალეგიტიმური იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი ახალმა პარლამენტმა არჩევნების შედეგად გამოკვეთილი პოლიტიკური კოალიციის მხრიდან უნდა გადაწყვიტოს.

„ქართულ ოცნებას“, ივანიშვილის პარტიას, როგორც ხელისუფლებას, უკვე ლეგიტიმაცია არ გააჩნია იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომელიც რუსულ კანონთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში მიღებული აქვს. იმის ფონზე, როცა მათი სანქცირების საკითხი უკვე აქტუალურია, წარმოუდგენელია ამ ხელისუფლებას რაიმე ლეგიტიმაცია ჰქონდეს.

ამიტომ ამ არალეგიტიმურობის პირობებში, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 4 თვე, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატურის საკითხი საერთოდ არ უნდა იხილებოდეს, ეს ახალმა პარლამენტმა, ახალმა ლეგიტიმურმა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნების შედეგად გამოკვეთილი პოლიტიკური კოალიციის მხრიდან. ამიტომ, ამ ეტაპზე, რაიმე სახის მონაწილეობას ასეთ განხილვებში, კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, არ ვაპირებთ. ეს პროცესი მთლიანად არალეგიტიმური იქნება“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მერაბ.g შენ რა შუაში ხარ ძველ ან ახალ პარლამენტთან? ძველში სიითა ხარ შეტანილი და ახალშიც მოხვდები, თუ მეცოცხეები პირველ 20-ეულში ჩაგსვამენ! შენი პირადი რეიტინგით შენი საცხოვრებელი კორპუსის გამგეობაში არ აგირჩევენ
1 თვის უკან