მექაში სიცხისგან ექვსი მომლოცველი დაიღუპა

მექაში სიცხისგან ექვსი მომლოცველი დაიღუპა

მექაში, სადაც ჰაჯის პილიგრიმობა მიმდინარეობს, სიცხისგან 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, საუდის არაბეთის ქალაქში ჰაერის ტემპერატურა +48 გრადუსამდე აიწია. ყველა გარდაცვლილი იორდანიის მოქალაქეა. იორდანიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთთან კონტაქტზე არიან და დაღუპულთა სამშობლოში გადასვენების საკითხზე მუშაობენ.

არსებული მონაცემებით, წელს ჰაჯში 1,8 მილიონი ადამიანი მონაწილეობს.