კახა კალაძე: მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის მტრებს, რადიკალებს, კრიმინალებსა და პატრიოტებს შორის - დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებს

კახა კალაძე: მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის მტრებს, რადიკალებს, კრიმინალებსა და პატრიოტებს შორის - დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ქვეყნის მტრებს, რადიკალებს, კრიმინალებსა და ქვეყნის პატრიოტებს შორის.

კალაძე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის მტრებს, რადიკალებს, კრიმინალებსა და ქვეყნის პატრიოტებს შორის. იმ ადამიანებს შორის , ვისაც უნდა ქვეყანაში მშვიდობის დაცვა, შენარჩუნება, განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა და ეკონომიური განვითარება“, - განაცხადა კალაძემ.