მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტის შერჩევით მიდგომაზე: იმის ნაცვლად, რომ გუნდი ერთნაირად ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან დაფასებული, ზურაბიშვილი ამჯობინებს, უფრო მეტი დაყოფა და დანაწევრება შეიტანოს ამ საქმეშიც

მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტის შერჩევით მიდგომაზე: იმის ნაცვლად, რომ გუნდი ერთნაირად ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან დაფასებული, ზურაბიშვილი ამჯობინებს, უფრო მეტი დაყოფა და დანაწევრება შეიტანოს ამ საქმეშიც

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია დააკორექტირა და ღირსების ორდენი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს არ გადასცა.

„ყველა ის ადამიანი, ვისაც წვლილი მიუძღვის იმ წარმატების მიღწევაში, რასაც ჩვენმა ფეხბურთმა მიაღწია, რა თქმა უნდა, იმსახურებს სახელმწიფოსგან ყურადღებას და პატივისცემას. იმის ნაცვლად, რომ გუნდი ერთნაირად ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან დაფასებული, სალომე ზურაბიშვილი ამჯობინებს, რომ უფრო მეტი დაყოფა და დანაწევრება შეიტანოს ამ საქმეშიც. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, მიუღებელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია დააკორექტირა და ღირსების ორდენი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს არ გადასცა.

მერაბ.g "რაღაც გაუგებარი გამჭვირვალობის " გამო თქვენი უფლებები შეიზღუდაო მიუჩიქორთულა შშმ პირებს ზურაბიშვილმა; უცხოეთიდან შემოსული თანხების მიზნისა და ხარჯვის გამჭვირვალობა ეტყობა მართლაც გაუგებარია ოკუპაციური თავდასხმის პირობებში ქვეყნის მიმტოვებელი და გამძარცვავი მენშევიკური მთავრობის წევრთა შთამომავალმა! კი, მაგრამ რაში გამოიხატება შშმ პირთა შეზღუდვაო და "იმიტომო" იყო პასუხი!
1 კვირის უკან