ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა საზეიმო წირვა - ლოცვა აღავლინა.
ლიტურგიას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად დაესწრო.