დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემა დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსებთან ეწყობა, რისი არარსებობაც უხვი ნალექის დროს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. პროექტის ღირებულება 133 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან საკრებულოში გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.